სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედი” სეზონის ბოლოს დატოვა იტალიურ გუნდ “რომას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ინფორმაციას ორი ცნობილი ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო და ჯანლუკა დი მარციო ავრცელებენ. დიდი ალბათობით ჯოზე მოურინიოს გუნდი 33 წლის ფეხბურთელს ერთ წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მატიჩი “იუნაიტედში” სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის სურვილით გადავიდა. ის “წითელ ეშმაკებს” 2017 წელს შეუერთდა 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ და ამ დროის განმავლობაში, ყველა ტურნირზე სულ 189 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
