რუდ ვან ნისტელროიმ აღიარა რომ გაკვირვებული იყო იმით თუ როგორ იმოქმედა მანჩესტერ იუნაიტედის სათავეში ყოფნისას ხანმოკლე დროით უოფნა, მის კარიერაზე.:
“რაც მოხდა იმ თამაშების შემდეგ რაც იუნაიტედის სათავეში ვიყავი … ინტერესის რაოდენობა და სხვადასხვა ვარიანტების ზღვა შემოთავაზება შემომივიდა, სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა”, – ციტირებს რუდის სიტყვებს The Daily Mail. – მხოლოდ ოთხი თამაში იყო! მანამდე პსვ-ში მთელი სეზონი გავატარე და ორი თასი მოვიგე, მანამდე კი 19-წლამდელთა გუნდში ვმუშაობდი და ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვიყავი, მაგრამ ამას მცირედი რეაქციაც კი არ მოჰყოლია. გაოგნებული ვარ საფეხბურთო სამყაროსგან, რაც მე ამ ოთხი მატჩის შემდეგ მივიღე ყურადღება და შემოთავაზებები“.
„რა თქმა უნდა გამიხარდა ეს სიტუაცია. თავისუფლად შემეძლო დამეწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა კლუბებთან და მიმეღო გადაწყვეტილება, ავირჩიე ისეთი კლუბი რომელიც ჩემთვის ნამდვილად შესაფერისი იყო. ძალიან მიხარია რომ ლესტერში ვარ.”
“იუნაიტედში” კარგი პერიოდი გამოვიარე – მოკლე, მაგრამ ინტენსიური. მოხარული ვიყავი რომ დავეხმარე კლუბს უკან დაბრუნების გზაზე, ბედნიერი ვიყავი იმ ყველა გატარებული წუთებით. ამ ოთხი მატჩის შემდეგ მათ განაგრძეს კარგი შედეგების ჩვენება და მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამის ხილვით. ძალიან მომეწონა ამ პასუხისმგებლობის დამოუკიდებლად შესრულება, გუნდთან, გულშემატკივრებთან ურთიერთობის დამყარება და კლუბისთვის სიტუაციის ოდნავ შეცვლაში რომ წვლილი მიმიძღვის.