ნიუკასლი არ შეეცდება ჯესი ლინგარდის გადმობირებას, რადგან მისი ფინანსური მოთხოვნები ძალიან მაღალია იმისთვის რომ მოერგოს მათ სახელფასო სტრუქტურას – ინგლისელის ხელფასი კვირაში 150 000 ფუნტ სტერლინგს აღემატება, პლუს კონტრაქტზე ხელმოწერის სოლიდური ბონუსები გათვალისწინებით.
ლინგარდი სავარაუდოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება, რადგან მისი შეძენით რამდენიმე იტალიური კლუბია დაინტერესებული. ვესტ ჰემმაც შეიძლება სცადოს მისი დაბრუნება. ნიუკასლმა იანვარში სცადა ლინგარდის იჯარით გაფორმება, მაგრამ უარი თქვა საჭირო 16 მილიონი ფუნტის გადახდაზე