ოლდ ტრაფორდი ქალთა გუნდის სტადიონი იქნება?

Manchester Evening News-ისა და The Daily Mail-ის ცნობით მანჩესტერ იუნაიტედი შეინარჩუნებს ოლდ ტრაფორდს თუ გადაწყვეტილება მიიღება ახალი სტადიონის აშენებაზე.

იუნაიტედი გეგმავს ახალი 100 000 ადგილიანი სტადიონის აშენებას, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ უემბლის აშენებას, ხოლო როდესაც მშენებლობა დასრულდება და პირველი გუნდი ახალ ადგილზე გადავა, ოლდ ტრაფორდი შენარჩუნდება, მაგრამ ხელახლა ჩაუტარდება რეკონსტრუქცია.

გამოცემის ცნობით, „ოცნების თეატრი“ ქალთა ნაკრებისა და აკადემიის გუნდების მატჩებისთვის გამოიყენებენ და მისი ტევადობა 30 000 მაყურებელამდე შემცირდება. დაახლოებით ამდენივე გულშემატკივარი (28 737 ადამიანი) მივიდა ოლდ ტრაფორდზე სეზონის ბოლო მატჩზე იუნაიტედსა და ჩელსის ქალთა გუნდებს შორის მატჩის დროს.

სტრეტფორდ ენდი, სერ ალექს ფერგიუსონის სტენდი და აღმოსავლეთი ტრიბუნა ერთ სართულზე იქნებიან, მაგრამ სტადიონის ყველა ისტორიული მახასიათებელი – მიუნხენის საათი, მიუნხენის გვირაბი და ყველა ქანდაკება – შენარჩუნდება.

მანამდე პრესა აცხადებდა რომ სერ ჯიმ რეტკლიფს სურს ახალი სტადიონის აშენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს კალენდარული წლის ბოლომდე, მას შემდეგ რაც ყველა გათვლები და საპროექტო სამუშაოები განხორციელდება.

Leave a comment