“მანჩესტერ იუნაიტედმა” და “ვესტ ჰემ იუნაიტედმა” ოფიციალურად გამოაცხადეს მცველის აარონ ვან-ბისაკას ტრანსფერი.
ვან-ბისაკა ოლდ ტრაფორდზე კრისტალ პალასიდან 2019 წლის ივნისში გადავიდა და წითელ ეშმაკების მაისურით 190 მატჩი ჩაატარა. მან ასევე გაიტანა 2 გოლი ნიუკასლისა და საუთჰემპტონის წინააღმდეგ 2020-21 წლების სეზონში.
ვან-ბისაკას ბოლო ოფიციალური მატჩი მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში იყო ასოციაციის თასის ფინალი, რომელშიც მან თავისი მეორე თასი მოიგო კლუბში.
“იუნაიტედი” ყველას გვინდა მადლობა გადავუხადოთ აარონს შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ მას ყოველივე საუკეთესოს მომავალში”, – ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.