სანდო წყაროს Dailly Maill-ის ცნობით, მაიკლ ფელანი ერიკ ტენ ჰაგის სამწვრთნელო შტაბში აღარ იმუშავებს და ის დიდი ალბათობით “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს.
52 წლის სპეციალისტის შტაბს კი შეუერთდებიან მიტჩელ ვან დერ გაგი და სტივ მაკლარენი. მათ დაემატება ერიკ რემზი, რომელიც რალფ რანგნიკის ასისტენტიც იყო, თუმცა ნიდერლანდელმა გადაწყვიტა, რომ ის დარჩენილიყო თავის პოზიციაზე.
გადაწყვეტილია ასევე, რომ გუნდი უნდა დატოვონ – პირველი გუნდის მწვრთნელმა კრის არასმა, ივან შარპმა და ფსიქოლოგმა საშა ლენსემ. ინგლისურ გრანდში კიდევ მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ამიტომ წინ ძალიან საინტერესო და ცხელი ზაფხული გველის.
