ოფიციალურად ზირკზე ახალი 11 ნომერი იქნება კლუბის

მანჩესტერ იუნაიტედმა ოფიციალურად გამოაცხადა რომ ჯოშუა ზირკზე ახალ სეზონში მე-11 ნომერით ითამაშებს.

ადრე ეს ნომერი რასმუს ჰოილუნს ეკუთვნოდა, ჰოილუნს კი ენტონი მარსიალის წასვლის შემდეგ გათავისუფლებული “ცხრიანი” ერგო.

ყველაზე დიდი წვლილი 11 ნომრის ლეგენდარულად ჩამოყალიბებაში ჰქონდა რაიან გიგზს, რომელიც ატარებდა ამ ნომერს კლუბში, მან 963 მატჩი ჩაატარა 11 ნომრიანი მაისურით.

საინტერესოა რომ ყველა წევრი – სერ ბობი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ სხვადასხვა დროს ატარებდნენ 11 ნომერს. მიუხედავად იმისა რომ ბესტი ასოცირდება ლეგენდარულ “შვიდეულთან”, მან თავისი მატჩების უმეტესი ნაწილი ითამაშა 11 ნომრიანი მაისურით

Leave a comment