“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ პარკ ჯი-სუნგმა თავის თანამემამულეზე ჰეუნგ მი სონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 29 წლის ფეხბურთელმა ოლდ ტრაფორდზე აუცილებლად უნდა ითამაშოს თავის საფეხბურთო კარიერის განმავლობაში:
“ჰეუნგ მი სონი რეშფორდზე უკეთესი ფეხბურთელია. მე მჯერა, რომ ის თავის საფეხბურთო კარიერის განმავლობაში აუცილებლად ითამაშებს მანჩესტერში. ტოტენჰემი არ არის კარგი გარემო მისთვის. მან ბერბატოვისგან უნდა ისწავლოს და მანჩესტერ იუნაიტედში უნდა გადავიდეს” – განაცხადა პარკ ჯი-სუნგმა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესი სონის მიმართ განსაკუთრებით აქტიური წინა წლებში იყო. თუმცა, “ტოტენჰემს” თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ სურს და მის სანაცვლოდ მსუყე თანხას ითხოვს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ კორეელს ლონდონელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, რაც ტრანსფერს უფრო არარეალურს ხდის.