ფაკუნდო პელისტრის აგენტმა ედგარდო ლასალვიამ გადაწყვიტა საჯაროდ გააკრიტიკოს ერიკ ტენ ჰაგსი მას შემდეგ რაც მისი კლიენტი იჯარით წავიდა გრანადაში.
“დაბრუნდება თუ არა ის მანჩესტერში ზაფხულში დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ ითამაშებს ის ესპანეთში”, – განუცხადა ლასალვიამ Sport 89-ს. “თუ ტენ ჰეგი დარჩება მთავარ მწვრთნელად, რთული იქნება. ის არ იყენებდა ფაკუნდოს არ აფასებდა და არ ექცეოდა როგორც პროფესიონალს“.
პელისტრიმ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და სულ 366 წუთი ითამაშა. მას ერთი შედეგიანი მოქმედება აქვს მოედანზე – საგოლე პასი ბრუნო ფერნანდეშზე, ფულჰემთან მატჩში (0:1).
