ოფიციალურად ტაირელ მალასია “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია, აცხადებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
როგორც წყარო სძენს, ინგლისურმა გრანდმა “ფეინოორდს” ნიდერლანდელის სანაცლოდ 15 მილიონი ევრო + 2 მილიონი ბონუსების სახით გადაუხადა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 22 წლის მარცხენა-მცველი ახლოს იყო “ლიონში” გადასვლასთან, თუმცა საქმეში “წითელი ეშმაკების” ჩართვის შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “წითლები” ფრენკი დე იონგის ტრანსფერზეც მუშაობენ. “ბარსელონასთან” შეთანხმება მიღწეულია დარჩენილია მხოლოდ პირადი კონტრაქტის დეტელები.
