“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ პოლ სქოულზმა Premier League Productions-ს მისცა ინტერევიუ, სადაც განაცხადა:
“ერიკ ტენ ჰაგს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს. მას უნდა მოუყვანონ მისთვის სასურველი ფეხბურთელები. ის უკვე ახალი მთავარი მწვრთნელია, ამიტომ უნდა მისცენ ის, რაც მას სჭირდება. ის კლუბში მოიყავნეს, რომ ყველაფერი შეცვალოს” – განაცხადა პოლ სქოულზმა.
როგორც ვრცელდება ინფორმაცია ინგლისური გრანდი ნიდერლანდელ სპეციალისტს 150 მილიონ ფუნტს გამოუყოფს ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვის დაიმატებენ “წითელი ეშმაკები” ამ ზაფხულს.