ჟოან ლაპორტა: “ჩვენ მზად ვართ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გავყიდოთ”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბი მზად არის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გაყიდოს ფინანსური მდგომარეობის გამო
“თუ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მოითხოვს მნიშვნელოვანი მოთამაშის გაყიდვას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მომავალ ხუთშაბათს თუ ჩვენი წარმომადგენლები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას კლუბთან, ჩვენ დავძლევთ ეკონომიკური კრიზისის დიდი ნაწილს.” – განაცხადა ჟოან ლაპორტამ.
დიდი ალბათობით ესპანური გრანდის პრეზიდენტმა გუნდის ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის შესახებ გააკეთა ეს განცხადება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “წითელი ეშმაკები” და “ბარსელონა” მოლაპარაკებებს აწარმოებენ 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე და ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შეუერთდება თუ არა ნიდერლანდელი ფეხბურთელი ინგლისურ გრანდს.

Leave a comment