“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ფრენკი დე იონგი ოლდ ტრაფორდზე გადასვლაში დაარწმუნა, იტყობინება The MIRROR.
ნიდერლანდელს თავიდან არ სურდა ინგლისურ გრანდში გადასვლა, თუმცა როგორც წყარო სძენს 52 წლის სპეციალისტმა მას ორი ძირითადი დაპირება მისცა.
ერიკმა დაარწმუნა 24 წლის ნახევარმცველი, რომ დაეხმარება მას მთლიანი პოტენციალის გამოვლენაში. ასევე, მან თანამემამულეს განუცხადა, რომ მის ირგვლივ აპირებდა გუნდის აშენებას და მას საკვანძო როლი ექნებოდა “წითლების” შემადგენლობაში.
“ბარსელონასა” და “იუნაიტედს” შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველ შეთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ, “წითელი ეშმაკები” უფრო მომგებიანი შეთავაზების გაკეთებას აპირებენ ესპანური გრანდისთვის.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელს ოლდ ტრაფორდზე მომდევნო სეზონში.
