რა ბედი ელის ნისტერლოის იუნაიტედში?

Sky Sports-ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი სულ უფრო მეტად უჭერს მხარს რუბენ ამორიმის მოსვლის შემდეგ, რუდ ვან ნისტელროის კლუბში დარჩენის იდეას. მას პატივს სცემს მენეჯმენტი, ისევე როგორც ყველა თანამშრომელი, რომელიც მუშაობს პირველ გუნდთან.

ვან ნისტელროის გარდა, კლუბს ასევე სურს შეინარჩუნოს დარენ ფლეტჩერი, რომელიც ამჟამად პირველი გუნდის მწვრთნელია. გუნდის ერთმა წყარომ თქვა: ”მისი მუშაობა შეიძლება არ იყოს ყურადღების ცენტრში, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია”.

ამორიმის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მას სურს მანჩესტერში ხუთი სპეციალისტის წაყვანა, რომლებთანაც მუშაობდა სპორტინგში.

Leave a comment