რა პირობით შეელევა “იუნაიტედი” კრიშტიანუს? – გუნდს მთავარი მოთხოვნა აქვს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის კრიშტიანუ რონალდუს შეელიოს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თუ დაინტერესებული მხარე დააკმაყოფილებს კლუბის მოთხოვნებს, აცხადებს ცნობილი ესპანური წყარო ESPN-ი.
როგორც წყარო სძენს, “წითელი ეშმაკები” ელიან მომგებიანი კომპენსაციის მიღებას მისი გაყიდვით და სურთ მინიმუმ 25 მილიონი ფუნტი, პორტუგალიელის სანაცვლოდ.
თუ ეს წინადადება დაკმაყოფილდება დაინტერესებული მხარისგან, ინგლისური გრანდი მზად არის თავისი ერთ-ერთი ლიდერი ოლდ ტრაფორდიდან გაუშვას.
ბოლოდროინდელ ინფორმაციებს თუ დავეყრდნობით, “ჩელსი” სერიოუზულად არის დაინტერესებული 37 წლის ფეხბურთელის შეძენით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ რონალდუს მომდევნო სეზონში.

Leave a comment