The Athletic-ის ცნობით, ენტონი მარსეალი “მანჩესტერ იუნაიტედში” იმ შემთხვევაში დარჩება თუ იგი ახალ მთავარ მწვრთნელს წინასასეზონო მატჩების დროს თავს მოაწონებს.
მიუხედავად იმისა, რომ იწერებოდა ფრანგის ოლდ ტრაფორდიდან წასვლის შესახებ, ერიკ ტენ ჰაგი მას შანს მისცემს. თუ მარსეალი 52 წლის სპეციალისტს თავს მოაწონებს ის ინგლისში დარჩება და სათამაშო დროსაც მიიღებს.
26 წლის ფეხბურთელმა 2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “სევილიაში” გაატარა, სადაც 12 მატჩში მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიიწერა. სეზონის უმეტესი ნაწილი კი ტრამვების გამო გამოტოვა.
ენტონის დარჩენა შეიძლება კარგი გამოდგეს “წითლებისთვის”, რადგან ედინსონ კავანის წასვლის შემდეგ, გუნდს მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდი ჰყავს კრიშტიანუ რონალდუს სახით, რომელიც ასაკშია და აღარ არის ისეთი პროდუქტიული, როგორიც წინა წლებში იყო.
