რეინჯერსთან მატჩის შემდეგ, ამორიმის პრესკონფერენცია

რეინჯერსთან მატჩის შემდეგ, ამორიმის პრესკონფერენცია:

ვარჯიშებისა და ინტენსივობის საკითხი, რუბენ ამორიმი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი ძალიან შეზღუდულია ვარჯიშების მხრივ. ის ამბობს:

• „ჩვენ მხოლოდ შვიდი ნამდვილი ვარჯიში ჩავატარეთ მთელი ამ დროის განმავლობაში, ნამდვილი ვარჯიშები სადაც არ ვართ კონცენტრირებულები მხოლოდ მომავალი მატჩისთვის ფიზიკურ მომზადებაზე.” ამორიმი უკმაყოფილოა იმით რომ ბევრ ტურნირზე თამაში უწევს გუნდს სწრაფად, სათანასო მომზადების გარეშე, რაც მოთამაშეებს ნაკლებ დროს აძლევს მოედანზე სწორი პოზიციების დასაკავებლად.

💥თამაშის ტაქტიკა და შედეგები

ამორიმი ყურადღებას ამახვილებს გუნდის სტანდარტულ სიტუაციებზე მუშაობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით:

• „ჩვენ დავიწყეთ თამაში პირველი გოლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ სტანდარტულ სიტუაციებზე და ეს ჩანდა პირველ გოლში.“

💥 მატჩის შეფასება

მატჩის შემდეგ ამორიმმა აღნიშნა:

• გუნდმა კარგად ითამაშა და ბურთთან ერთად უკეთესი კავშირები და სისწრაფე გამოჩნდა.

• მიუხედავად რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილებისა გუნდი პროგრესირებს.

• მან განაცხადა რომ გუნდი ჯერ კიდევ შორსაა თავისი საუკეთესო თამაშისგან, თუმცა წინა თამაშთან შედარებით აშკარა გაუმჯობესება შეინიშნება.

💥 მოთამაშეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამორიმი განიხილავს ორი ფეხბურთელის, იოროსა და დე ლიგტის, ტრავმებს:

• „მათ გარკვეული დისკომფორტი იგრძნეს ფეხში. ჩვენ არ შეგვეძლო გარისკვა და საჭირო იყო მოთამაშეების დაცვა ამიტომ შევცვალეთ ისინი.“

💥 ტრანსფერები და გუნდის მომავალი

როდესაც ჟურნალისტებმა ამორიმს ალეხანდრო გარნაჩოს მომავალზე ჰკითხეს, მან უპასუხა:

• „არ ვიცი, რა მოხდება. მოდით, ჩვენს მატჩებზე ვიყოთ კონცენტრირებულები. ჩვენ გვყავს მოთამაშეები და გუნდის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ. არაფერი იქნება ცნობილი, სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება.“

Leave a comment