რეშფორდი “ტოტენჰემს” სურს – როგორია ინგლისელის პოზიცია?

“ტოტენჰემს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის მარკუს რეშფორდის დამატება სურდა, აცხადებს სანდო წყარო The Times-ი.
თუმცა, როგორც წყარო სძენს ინგლისელმა ლონდონურ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა და ოლდ ტრაფორდზე დარჩენა გადაწყვიტა. მარკუსი აპირებს ახალ მთავარ მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენას და ძირითადი თერთმეტეულისთვის ბრძოლას.
24 წლის შემტევი ნამდვილად არ იყო კარგ ფორმაში ამ სეზონში. მან პრემიერ-ლიგის 25 მატჩიდან მხოლოდ 13 დაიწყო სასტარტოდან და ყველა ტურნირზე სულ ხული გოლი გაიტანა.

Leave a comment