რიო ფერდინანდმა დააფასა ანდრე ონანას ქმედება, რომელიც თავად მივიდა ინტერვიუს მისაცემად და აიღო პასუხისმგებლობა მარცხზე.
”ჩვენ ყველანი ვიყავით ისეთ სიტუაციაში როდესაც ჩვენ არ ვაკმაყოფილებდით იმ სტანდარტებს რომლებიც ჩვენ თვითონ დავაწესეთ”, – თქვა რიომ TNT Sports-ის ეთერში. – ბევრი მატჩი მქონდა როცა შეცდომებს ვუშვებდი და თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გავურბოდი. ონანამ აჩვენა თავისი ხასიათი როდესაც ის მისი ინიციატივით მივიდა ჟურნალისტებთან და ეს ნიშნავს რომ ის შექმნილია სწორი მასალისგან.”
„მან კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს ხასიათი, რათა დარწმუნდეს რომ ამ შეცდომებს გაუმკლავდება. მე თვითონ ვიცი რომ არ არის ადვილი ასეთი შეცდომების მერე უცებ მოხვიდე აზრზე როცა რამდენიმე შეცდომას უშვებ“ მე მჯერა ის იტყვის თავის სათქმელს შემდეგ თამაშებში.