“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას რობინ ვან პერსის ჰკითხეს, თუ რატომ არ შეუერთდა ერიკ ტენ ჰაგის სამწვრთნელო შტაბს, რაზეც ნიდერლანდელმა განაცხადა:
“ჩემი ცოლი და შვილი მნიშვნელოვანია ჩემთვის. მათ თავიანთი თავი იპოვეს აქ, ჰოლანდიაში. დინამ ეს მოახერხა ცხენოსნობით, ის ბოლომდე ჩართულია ამ სპორტში. ჩემი მეუღლე, ბუჩრა, თავის ნიჭს ჩვენი პროექტებით ანვითარებს და ეს მშვენიერია. ჩვენ ერთად ვხალისობთ.
ლონდონში, როცა არსენალში ვთამაშობდი, ხუთჯერ შევიცვალეთ საცხოვრებელი, მერე მანჩესტერში და სტამბულშიც ვცხოვრობდით. საერთოდ, ჩვენ თითქმის რამდენიმე წელი ვიყავით დაშორებულები. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და ვკითხე ჩემს თავს ( რა არის ახლა კარგი ბავშვებისთვის? ) და ვიგრძენი, რომ ცოტა სტაბილურობა კარგი იქნებოდა. ამიტომ არ შევუერთდი ტენ ჰაგის შტაბს” – განაცხადა რობინ ვან პერსიმ.
