ჯეიდონ სანჩოსა და იუნაიტედის სამწვრთნელო შტაბს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ ერიკ ტენ ჰეიგის დამოკიდებულებით სანჩოს მიმართ, სხვა ადამიანებიც უკმაყოფილონი არიან. მისი დაბრუნების ერთადერთი გზა არის ბოდიშის მოხდა თენ ჰეგისთვის, პერსონალის მიმართ და მოთამაშეებისთვის.
[ ფაბრიციო რომანო]
მარკუს რაშფორდმა, ჰარი მაგუაირმა, ლუკ შოუმ და სხვა თანაგუნდელებმა მოუწოდეს ჯეიდონ სანჩოს, დაასრულოს მისი მტრობა ერიკ ტენ ჰეგთან.
[ დევიდ მაკდონელი, SUN]
მანჩესტერ იუნაიტედის წყაროებმა აღიარეს რომ სანჩოსა და ტენ ჰეგს შორის სიტუაცია “ჩიხში” შევიდა და ფეხბურთელს უკან დასახევი გზა არ აქვს, სანამ მწვრთნელისთვის ბოდიშის მოხდას არ გადაწყვეტს.
[ დევიდ მაკდონელი, Mirror]
ჯეიდონ სანჩოს ეკრძალება ყველა ძირითადი გუნდის თავშეყრის ადგილის მონახულება, მათ შორის სასადილო. ღონისძიება ძალაში დარჩება მანამ სანამ მოთამაშე ბოდიშს არ მოუხდის ტენ ჰეგს.
[ დევიდ მაკდონელი, Mirror]
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) შესთავაზა დახმარება ერიკ ტენ ჰეგსა და ჯეიდონ სანჩოს შორის კონფლიქტის მოგვარებაში.