რონალდუ დღევანდელ ვარჯიშზეც არ გამოცხადებულა – რა ხდება პორტუგალიელის გარშემო?

The Athletic-ის ცნობით, დღეს კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” სავარჯიშო ბაზაზე, კერინკტონზე არ გამოცხადებულა.
მან ორშაბათს გასამართი ვარჯიშიც გამოტოვა ოჯახური პრობლემების გამო, თუმცა სუპერვარსკვლავი რამდენიმე საათში ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების სავარჯიშო მოედანზე დააფიქსირეს.
ამ ვითარებაში ჯერ უცნობია გაემგზავრება თუ არა პორტუგალიელი “წითლებთან” ერთად ტაილანდში გამართულ ტურში. გუნდი ბანგკოკში 8 ივლისს მიემგზავრება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 37 წლის ფეხბურთელმა გუნდის წარმომადგენლებს ოლდ ტრაფორდიდან გაშვება სთხოვა, თუ გუნდი სასურველ შემოთავაზებას მიიღებს დაინტერესებული კლუბებიდან.

Leave a comment