რუბენ ამორიმის კომენტარი არსენალთან მარცხის შემდეგ

🗣 რუბენ ამორიმი:

“რთული მატჩი იყო. ჩვენ ვცდილობდით ჩვენი თამაშის დამკვიდრებას, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. შეგვეძლო უფრო აგრესიულად გვეთამაშა მაგრამ ამ დონეზე გასასვლელად მეტი ვარჯიში გვჭირდება.

ყველაფერი გადაწყვიტა სტანდარტულებმა. უნდა გვესმოდეს რომ წლებია მათ ავარჯიშებენ სტანდარტულებს, ჩვენ ვცდილობდით დაცვას მაგრამ ნებისმიერი გუნდისთვის რთულია არსენალის სტანდარტების წინააღმდეგ დაცვა.

🔥იმის შესახებ, თუ რა უნდა გააუმჯობესოს გუნდმა ინგლისის თასის მომდევნო მატჩში, არსენალის წინააღმდეგ, იანვარში:

“სისმეტაზე თამაში ეს მნიშვნელოვანია. ასევე აგრესიულად უნდა ვითამაშოთ მეტოქის საჯარიმოში. ჩვენ ბევრი მიმართულებით გაუმჯობესება გვჭირდება.”

🔥• თამაშში არსებულ პრობლემებზე:

„კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ თამაშში ჩავარდნის გამო. იმ მომენტში დე ლიხტს რომ გაეტანა თამაშის დინამიკას შეცვლიდა. ჩვენ ვცდილობდით ინდივიდუალურად გვეთამაშა, მაგრამ ისინი ძალიან ორგანიზებულად გუნდურად იცავდა თავს და მათთვის ძნელია გოლის გატანა.

დავინახე რომ ჩვენი ფეხბურთელები მატჩს აკონტროლებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სტანდარტებმა ყველაფერი შეცვალა.

ისევე როგორც წინა მატჩის შედეგები, მხოლოდ შედეგზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თქვენ უნდა ნახოთ თავად თამაში. ჩვენ ბევრი უნდა გავაუმჯობესოთ. ამ ეტაპზე უფრო მეტი მატჩი გვქონდა ვიდრე ვარჯიში.

ხედავთ თამაშის სტრუქტურას, ხედავთ იდეას. თქვენ ხედავთ ურთიერთქმედებას ცენტრალურ მცველებსა და ნახევარმცველებს შორის. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თამაშზე ბოლო მესამედში. ჩვენ გვჭირდება მეტი იდეები. ეს არ არის ადვილი სამუშაო.”

🔥 როტაციაზე: „ამას ხშირად გავაკეთებ, რადგან მიყვარს მუდმივად მოთამაშეების შეცვლა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ისინი ჯანმრთელები.

მაგალითად, ჰარი მაგუაირს შეუძლია მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში თამაში, ასევე Malasia, Mount და Yoro-ს.

ჩვენ უნდა მოვიგოთ მატჩები სხვადასხვა სტილში, გამოვიყენოთ სხვადასხვა ტექნიკა, მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მეტოქე გუნდზდ. ხვალ შევაფასებთ ფეხბურთელებს და ვისაც ტრავმის მცირე რისკიც აქვს, შემდეგ მატჩში არ ითამაშებს.

ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ გვჭირდება დრო.”

Leave a comment