რუბენ ამორიმმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა არსენალთან მოახლოებული მატჩის
გუნდის სტატუსის შესახებ
- კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება მატჩამდე, ალბათ ლენი იოროც შეუერთდება გუნდს. მისი ფიზიკური ფორმა ბევრად უკეთესი გახდა. ზოგიერთი ფეხბურთელი თავს დაღლილად გრძნობს, ამიტომ ჩვენი ბიჭების მდგომარეობა უნდა შევაფასოთ.
იოროს ნიჭის შესახებ
-ლენი? ვფიქრობ, ის განსაკუთრებული ნიჭია. მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მას ჯერ ბევრი ვარჯიში არ ჩაუტარებია. ის არის ძალიან სწრაფი, თანამედროვე მცველი რომელიც შესანიშნავად თამაშობს ფებურთს. მოუთმენლად ველოდები მის დაბრუნებას, მაგრამ პირველ რიგში ტვირთის თანაბრად გადანაწილებაზე უნდა ვიფიქროთ.
მეტოქის შესახებ
- “არსენალი” უდავოდ საუკეთესო გუნდია ვისთანაც ამ სეზონის მონაკვეთში გვითამაშია. ჩვენი ბოლო მატჩი იოლი არ იყო, ამიტომ ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება. ზოგიერთი ჩვენი მოთამაშე ჯერ 60-70 წუთზე მეტს ვერ თამაშობს, არსენალი კი განვითარების სულ სხვა ეტაპზეა.
თამაშის გეგმის შესახებ
- ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მამაცები და გამბედავები, უშიშარი. აქ არ არის მთავარი მუდმივი მაღალი პრესინგი, არამედ ბურთის ფლობა – ეს არის მთავარი. ჩვენ გვსურს თამაშის გარკვეულ პერიოდებში დომინირება, ჯერ ეს გვიჭირს მთელი მატჩის განმავლობაში.
ფერნანდეშის მდგომარეობის შესახებ
- ბრუნო მზადაა სათამაშოდ. ის არის ბიჭი რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, ამიტომ მზადაა.
მისადმი მიძღვნილი ჩანტის (სიმღერის) შესახებ
-ჩემთვის ნამღერი ჩანტი ნამდვილად არ მომწონს. ცოტა მორცხვი ვარ რადგან უკვე მწვრთნელი ვარ და არა ფეხბურთელი. ძალიან ვაფასებ გულშემატკივრებთან ამ კავშირს, მაგრამ მინდა მხარი დაუჭირონ გუნდს და იმ მოთამაშეებს რომლებიც მოედანზე არიან, მე მათ გვერდზე ვდგავარ რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ! გულშემატკივრებთან კავშირს ვგრძნობ, მაგრამ ამის გასაძლიერებლად შედეგი გვჭირდება.
მაზრაუის ფორმის შესახებ
- ნუსაირი ტოპ მოთამაშეა, მას თამაში ძალიან კარგად ესმის. ის არის თანამედროვე ფეხბურთელი და ის ჩვენი გუნდის მომავალია. ჩვენ გვჭირდება მეტი მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციებზე თამაში რომლებიც გააკონტროლებენ თამაშსს.