რუბენ ამორიმმა „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ მომავალ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
შფოთვა – ჩემი საქმეა
დიახ, მე ყოველთვის ვშფოთავ, რადგან დეკემბრის მატჩების სერიაში სტაბილურობა არც თამაშში და არც შედეგებში არ გვქონდა. ამიტომ, ყოველთვის ვშფოთავ. ეს არის ჩემი საქმე — შფოთვა. უბრალოდ, უნდა ვითამაშოთ „საუთჰემპტონთან“ ისე როგორც ვითამაშეთ „ლივერპულთან“ და „არსენალთან“. ეს არის ჩვენი მიზანი.
როდესაც ჩვენზე გამარჯვების მოთხოვნით წნეხი არსებობს, ეს ზუსტად ის წნეხია, რაც გვჭირდება. არავინ მოელოდა რომ „არსენალთან“ და „ლივერპულთან“ მატჩებში შედეგებს მივაღწევდით, მაგრამ ახლა მზად უნდა ვიყოთ ამ წნეხისთვის. ეს წნეხი გვჭირდება, როგორც გუნდს და ის უნდა დაგვეხმაროს რომ მოედანზე სწორი განწყობით გავიდეთ.
ერთი მხრივ, მე ვგრძნობ წნეხს კლუბზე, მაგრამ, მეორე მხრივ ეს იმ წნეხთან შედარებით არაფერია, რაც ადრე იყო. ჩვენ წლების განმავლობაში არ მოგვიგია ჩემპიონატი. ადრე, თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონი არ ხდებოდა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა — ის ვალდებული იყო, შემდეგ სეზონში ტიტული მოეგო. აი, ეს არის ნამდვილი წნეხი, და სწორედ ამისკენ უნდა მივისწრაფოთ. ახლა ჩვენგან უბრალოდ გამარჯვებას ელიან, ეს კი წნეხად არ შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ უნდა მოვიგოთ ტიტულები, და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია წნეხზე საუბარი.
შეკითხვა რაშფორდზე
მე უბრალოდ ხვალ მოვიგოთ. ჩემი მიზანია გამარჯვება და მე შევარჩევ იმ ფეხბურთელებს რომლებიც ჩემი აზრით საუკეთესოდ შეასრულებენ ამ დავალებას. ამაზე ვარ კონცენტრირებული.
თავდასხმის უნარების გაუმჯობესება
ვარჯიშებში ყველაზე რთულია სწორი შეტევითი თამაშის აწყობა და ბოლო მესამედში მოქმედებების გაუმჯობესება. ჩვენ უნდა შევქმნათ მომენტები — დიდი გუნდები ამას ძალიან კარგად აკეთებენ. ჩვენ უკვე დიდი ხანია გვიჭირს გოლების გატანა, რადგან ბოლო მესამედში ძალიან ცოტა დროს ვატარებთ, როგორც ეს „ნოტინგემთან“ მატჩში იყო. ამ კომპონენტის გაუმჯობესება გვჭირდება.
შემადგენლობის შერჩევის სირთულე
იმ ფეხბურთელებიდან ვისზეც ამ კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, ბევრმა შესანიშნავად ივარჯიშა. მაგალითად, ტობი [კოლიერი] — ის მშვენივრად მუშაობს, შესანიშნავი ტემპი აქვს და სწავლა ძალიან უყვარს. ამიტომ, ის ხვალისთვის კიდევ ერთი ჩვენი ვარიანტია.