კრიშტინუ რონალდუს მძღოლი ესპანეთში ყოფნის დროს 2 მილიონიანი ბუგატით ავარიაში მოხვდა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის თანამშრომელი მანქანას მართავდა, როდესაც მან კონტროლი დაკარგა და აგარაკის კედელს შეეჯახა.
მანქანა 1.7 მილიონად არის შეფასებული და საბედნიეროდ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პორტუგალიელი ოჯახთან ერთად ესპანეთში იმყოფება, სანამ წინასასეზონო მატჩები დაიწყება.