სკოტ მაკტომინეი:
„კლუბის საუკეთესო ბომბარდირი? ვცდილობ დროულად მივაღწიო მეტოქის კართან, “უიგანის” წინააღმდეგ ორი-სამი გოლის გატანა შემეძლო და უნდა გამეტანა. საბედნიეროდ ეს მოვახერხე ზოგიერთ მატჩში, მაგრამ ბევრად მეტი შემიძლია“.
“დიახ [მე შემიძლია მეტი გოლის გატანა]იმის გათვალისწინებით რომ ბრუნო ქმნის უამრავ შანსებს, ასევე კრისტიან [ერიქსენი] და ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან მარკუს [რაშფორდი] და გარნაჩო მეტი უნდა გავაკეთო.”
• ტოტენჰემის შესახებ:
„ კარგად ორგანიზებული გუნდია, ისინი სხვა კლუბებისგან განსხვავებულად თამაშობენ და მაღალ დონეს ინარჩუნებენ. საინტერესო თამაში იქნება.”
• კობი მაინუს შესახებ:
“კობი შესანიშნავი მოთამაშეა, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია და არ გვინდა მასზე დიდი ზეწოლა მოვახდინოთ, ჩვენ უნდა მივცეთ მას ფეხბურთით ტკბობის საშუალება, ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ, ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან მოკრძალებული და უბრალო“.
