“ტენ ჰაგი მისი გულშემატკივარია” – ფაბრიციო რომანო “იუნაიტედის” ინტერესზე საუბრობს კანტეს მიმართ

ბოლო რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ენგოლო კანტეს ტრანსფერით არის დაინტერესებული, ამაზე ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა:
“კანტეს ტრანსფერი ადვილი არ იქნება. ჩელსი ელოდება მასთან მოლაპარაკებების გამათვას, ახალი კონტრაქტის თაობაზე. თუმცა, ერიკ ტენ ჰაგი მისი დიდი გულშემატკივარია” – განაცხადა ფაბრიციო რომანომ.
სანდო წყარო Athletic ასევე სძენს, რომ ინგლისური გრანდი მის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდას თანხმდება. გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ოლდ ტრაფორდზე ხილვა ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომელიც თვლის, რომ კანტე მის სისტემაში იდეალურად ჩაჯდება და ასევე ის იქნება მისაბაძი მაგალითი გუნდში ყველა ახალგაზრდასთვის.

Leave a comment