“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ზაფხულში 6 ტრანსფერის გაჩარხვა სურს, როგორც ამას სანდო წყარო MIRROR წერს.
თუმცა, ნიდერლანდელმა აქცენტი შეაჩერა ორ ფეხბურთელზე, რომელიც პრიორიტეტული სამიზნე იქნება ინგლისური გრანდისთვის. ერთი “აიაქსის” მცველი იურეან ტიმბერია, რომელთანაც “წითლები” მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მეორე კი “ბენფიკას” ცენტრფორვარდი დეივინ ნუნესი.
ამ ორის გარდა 52 წლის სპეციალისტს ოლდ ტრაფორდზე ორი ახალი მცველის, ნახევარმცველის და ფორვარდის მოყვანა სურს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, რომ წინ ძალიან ცხელი და საინტერესო ზაფხული გველის.