ტიმბერის აგენტები ინგლისში შენიშნეს – რა ხდება ნიდერლანდელის გარშემო?

“მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად უკავშირებდნენ “აიაქსის” მცველს იურეან ტიმბრეს, რომლის ოლდ ტრაფორდზე ხილვა ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს სურს. 
როგორც De Telegraaf წერს, ახალგაზრდა ნიდერლანდელის წარმომადგენლები ლონდონის მიაფერის რაიონში, სტრატონის ქუჩა 5-ში შენიშნეს, სადაც “წითელი ეშმაკების” საერთაშორისო ოფისია. გავრცელებული ინფორმაციით, “წითლები” აწამოებენ მოლაპარაკებებს 20 წლის ფეხბურთელის აგენტებთან და ეს შეხვედრა შეიძლება იყოს მოლაპარაკებების წინსვლის მანიშნებელი. 

იურეანის გარდა “იუნაიტედს” ესპანური გუნდის “ვილიარეალის” მცველსაც უკავშირებენ. როგორც 52 წლის სპეციალისტმა განაცხადა მას ოლდ ტრაფორდზე ორი ცენტრალური-მცველის მოყავანა სურს და სწორედ ეს ორი ფეხბურთელი შეიძლება ვიხილოთ მომავალ სეზონში ინგლისში.  ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი ამ ზაფხულს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

Leave a comment