უეინ რუნი:
“ალბათ ჩემი საუკეთესო მატჩი “არსენალთან” იყო როდესაც 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 3-1 მოვიგეთ. ჩვენ ჩვეულ კონტრშეტევით ფეხბურთს ვთამაშობდით, ეს იყო საღამო როცა რონალდუ უმაღლეს დონეზე ავიდა თავის კარიერაში – რომელ დონეზეც ის საბოლოოდ დარჩა დღემდე.
დიახ, მე შევასრულე ჰეთ-თრიკი მატჩში, რომელიც 8-2 დასრულდა, მაგრამ ამ თამაშს შერეული გრძნობებით ვიხსენებ. მე მიყვარს ვენგერი და დიდ პატივს ვცემ მას და არ მსიამოვნებდა გულშემატკივრების ყურება, რომლებიც მას 8-2-ზე დასცინოდნენ.”
კლუბის ამჟამინდელ ვითარებაზე: იუნაიტედს სჭირდებოდა დაბრუნება – სირბილი, ძალისხმევის დახარჯვა, ერთმანეთისთვის თამაში – გასაოცარია რა პერფომანსი მოხდა საბოლოოდ. “იუნაიტედს” აქვს შესანიშნავი ხარისხი და თუ თქვენ ამ ხარისხს გამოიყენებთ თქვენ შექმნით ისეთ გუნდს რომელსაც შეეძლება თასების დაბრუნება მანჩესტერში
ასეთი არსენალის წინააღმდეგ მათ დასჭირდებათ ის ინტენსივობა რაც აჩვენეს ლივერპულთან. შესაძლოა მათთვის ჯობია ითამაშონ ისე როგორც ჩემი დროინდელი იუნაიტედს აკეთებდა ამ კლასიკურ თამაშებში – აგრესიული პრესინგი და კონტრშეტევები.