ფაბრიციო რომანო: ეს ორი ფეხბურთელი კლუბს ამ ზაფხულს დატოვებენ

ერიკ ბაილი და აქსელ ტუანზებე “მანჩესტერ იუნაიტედს” ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებენ, როგორც ამას სანდო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აცხადებს.
ახალი მთავარი მწვრთნელი ცენტრალური-მცველის დამატებას გეგმავს და მას მხოლოდ რაფაელ ვარანის, ჰარი მაგუაიერის და ვიქტორ ლინდელოფის შენარჩუნება სურს. ერიკმა გასულ სეზონში “წითლების” მაისურით სულ 7 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება 24 წლის ტუანზებეს, მას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი ერთ წელში ეწურება, ამიტომ მისი გაყიდვა კლუბისთვის მომგებიანი იქნება.
ოლდ ტრაფორდი ასევე პოლ პოგბამ, ხუან მატამ და ჯესი ლინგარდმაც დატოვეს. იგეგმება კიდევ რამდენი ფეხბურთელის გაშვება და ახალი სახეების მოყვანა გუნდში.

Leave a comment