ფაბრიციო რომანო “მანჩესტერ იუნაიტედის” მარჯვენა-მცველების შესახებ საუბრობს

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩამოაყალიბა გეგმა, რომელიც გუნდის მარჯვენა-მცვლებს ეხება, როგორც ამას სანდო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აცხადებს.
როგორც ფაბრიციო ამბობს, დიდია იმის შანსი დიეგო დალო ამ ზაფხულს კლუბში დარჩეს.  “წითლები” იმ შემთხევაში დათანხმდებიან მის გაყიდვას, თუ რომელიმე გუნდი პორტუგალიელის სანაცვლოდ მსუყე შეთავაზებას გაუკეთებს ინგლისურ გრანდს. რაც შეეხება აარონ ვან-ბისაკას, მან შეიძლება ოლდ ტრაფორდი ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს, რადგან ის ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის.
 თუმცა, 52 წლის სპეციალისტს  ახალი მარჯვენა-მცველის დამატება მაინც სურს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ნიდერლანდელი უპირატესობას სხვა პოზიციებზე გაძლიერებას ამჯობინებს.

Leave a comment