“მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიწყო მოლაპარაკებები “ბარსელონასთან” ფრენკი დე იონგის თაობაზე, როგორც ამას სანდო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აცხადებს.
ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა და ესპანური გრანდი ელის პირველ ოფიციალურ შეთავაზებას მომდევნო კვირას “იუნაიტედის” წარმომადგენლებისგან. თუმცა, 25 წლის ფეხბურთელი დარწმუნებული არ არის კამპ ნოუდან წასვლის იდეით, მაგრამ ინგლისურმა გრანდმა უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები, რადგან კატალონიელებს დიდი ფინანსური პრობლემები აქვთ, რაც ხელსაყრელია “წითელი ეშმაკებისთვის”.
მეორეს მხრივ ნიდერლანდელს სურს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ამიტომ მისთვის პრიორიტეტული ესპანელთა რიგებში დარჩენაა.