ფაბრიციო რომანომ განაცხადა რომ პსჟ-ს ნახევარმცველი მანუელ უგარტე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდება.
„მანუელ უგარტე მანჩესტერ იუნაიტედში, Here We Go! კლუბებმა გააფორმეს გარიგება, რომლის ძირითადი ნაწილი იქნება 50 მილიონი ევრო + 10 მილიონი ევრო ბონუსები. უგარტე მიფრინავს მანჩესტერში, მას მხოლოდ “იუნაიტედში” სურდა წასვლა, “იუნაიტედს” კი მხოლოდ მისი მიღება”, – წერს რომანო.
ფაბრიციო ასევე დასძენს: „მანჩესტერ იუნაიტედს მანუელ უგარტეს გარდა ნახევარმცველებისთვის სხვა შეთავაზება არასდროს გაუკეთებია. ის ყოველთვის იყო მათი ნომერ 1, 2 და 3 სამიზნე, რადგან იუნაიტედი უგარტეს ნახევარდაცვის იდეალურ ვარიანტად ხედავს.
“წითელი ეშმაკები” არასოდეს გამოსულა უგარტას შესახებ მოლაპარაკებებიდან, რადგან ფეხბურთელმა პსჟ-ს უთხრა, რომ მას მხოლოდ “იუნაიტედში” სურდა გადასვლა და არა რომელიმე სხვა კლუბში.”