ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კლუბს ტოვებს – მან სამედიცინო შემოწმება ახალ კლუბში უკვე გაიარა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარტინ სვიდერსკიმ კლუბიდან მისი წასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
სლოვაკეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრმა განაცხადა, რომ ლა ლიგის გუნდში აპირებს გადასვლას, თუმცა ჯერჯერობით ამ კლუბის ვინაობა დაუზუსტებელია. 
19 წლის ნახევარმცველმა ამ დაგაწყვეტილების შესახებ Sportnet-თან ისაუბრა და მთავარ მიზეზად გუნდში უთამაშებლობა დაასახელა. მარტინს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი ამ სეზონს დაუმთავრდა და იგი თავის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

Leave a comment