ფრენკის “იუნაიტედში” თამაში არ სურს – მიზეზი ცნობილია

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედს” ხშირად უკავშირებდნენ ნიდერლანდელ ნახევარმცველს ფრენკი დე იონგს, რომლის ოლდ ტრაფორდზე ხილვა ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სურვილია.
თუმცა, როგორც La Ser-ის ჟურნალისტი სანტი ოვალი ირწმუნება, 25 წლის ფეხბურთელს ინგლისურ გრანდში თამაში არ სურს, რადგან გუნდი მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. ნიდერლანდელისთვის კი პრიორიტეტული ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე (ჩემპიონთა ლიგაზე) თამაშია.
იმ შემთხვევაში თუ ფრენკის “ბარსელონას” დატოვება მოუწევს, მას ურჩევნია შეუერთდეს ისეთ გუნდებს, როგორიც “პსჟ” , “მანჩესტერ სიტი” და “ბაიერნი” არიან. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ ფეხბურთელს მომდევნო სეზონში.

Leave a comment