“ბარსელონას” ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი, რომლის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენს კლუბის დატოვებაზე თანახმაა, ციტირებს სანდო წყარო The Athletic-ი.
ნიდერლანდელი “წითელი ეშმაკების” ნომერ პირველი სამიზნეა და როგორც წყარო სძენს ინგლისური გრანდის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ 25 წლის ფეხბურთელის დასარწმუნებლად.
თუმცა, მთავარი დაბროკოლება, რომელიც ხელს უშლის გარიგების პროცესს არის სატრნასფერო ღირებულება და “ბარსას” მოთხოვნები. ესპანური კლუბი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს, რაც “წითლებისთვის” მიუღებელია.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა აშკარაა, რომ წინ ძალიან საინტერესო და ცხელი სატრანსფერო ფანჯარა გველოდება.