“ბარსელონას” ფეხბურთელმა ფრენკი დე იონგმა 2022 წლის თებერვალში Guardian-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა:
“მე სულაც არ მაქვს ისეთი პოზიცია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მაგრამ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვიქნები იმ როლში, სადაც ხშირად შემიძლია ბურთთან შეხება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბარსელონაში ვთამაშობ. პატარა ასაკიდან მინდოდა აქ ყოფნა, ასე რომ, ეს ოცნება ამიხდა და ეხლა აქ ვარ. მაგრამ მე ვისურვებდი უფრო მეტი ტიტულის მოგებას. ამ თვალსაზრისით უფრო მეტს ველოდი, ასე ვთქვათ. ” – განაცხადა ფრენკი დე იონგმა
ნიდერლანდელ ნახევარმცველს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხშირად უკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედს”. თუმცა, ესპანური გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩავის, 25 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და ის გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრებს.