ქართველი მეკარე პრემიერ-ლიგაში? – “იუნაიტედი” მოვლენებს აკვირდება

“ვალენსიას” ქართველი მეკარე შეიძლება პრემიერ-ლიგაში ვიხილოთ, როგორც ამას  წყარო AS იტყობინება. 21 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე ინგლისური კლუბის ყურადღება მიიქცია, მათ შორის კი განსაკუთრებულ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.
როგორც წყარო სძენს, “წითლები” ქართველის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და მათი მოთხოვნები მოისმინეს. მამარდაშვილს ოლდ ტრაფორდზე დავიდ დეხეას შემცვლელად მოიაზრებენ, იმ შემთხვევაში თუ გუნდს დინ ჰენდერსონი დატოვებს. 
თუმცა, ესპანელებს თავიანთი ლიდერის გაშვება არ სურთ და მას ახალ კონტრაქტსაც კი სთავაზობენ. თუ ასეც მოხდა, გიორგის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონიდან 100 მილიონამდე გაიზრდება.

Leave a comment