“ჩემი აზრით ის იდეალური კაპიტანი იქნება” – ტედი შერინგემმა ეს ფეხბურთელი შესთავაზა გუნდს კაპიტნად

ლორდ პინგთან საუბრისასა “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ტედი შერინგემმა გუნდში კაპიტნის თემაზე ისაუბრა და განაცხადა:
“თუ შარშანდელ სეზონს გადახედავთ, უნდა იკითხოთ, თუ ვინ შეასრულა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი? მე ვერავის ვერ დავასახელებ. ყველამ უნდა მოუმატოს თამაშის ხარისხს, თუ უნდათ იუნაიტედში დარჩენა. არამგონია ვინმეს შენარჩუნებული ჰქონდეს ადგილი ძირითად შემადგენლობაში. არ არის ისეთი სამი ფეხბურთელი, რომლის გარშემოც ტენ ჰაგი შეძლებს გუნდის აშენებას.რაც შეეხება კაპიტნის თემას, მე მომწონს სკოტ მაქტომინეი. მას აქვს მენტალიტეტი და ხასიათი, რაც კაპიტანს უნდა ახასიათებდეს. ჩემი აზრით ის იდეალური კაპიტანი იქნება” – განაცხადა ტედი შერინგემმა.
ამჟამინდელი კაპიტანი, ჰარი მაგუაიერი მომდევნო სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, შეინარჩუნებს თუ არა ცენტრალური-მცველი კაპიტნის სამკლაურს.

Leave a comment