ცნობილია დეტალები ალვარო ფერნანდეშის ტრანსფერის შესახებ

მანჩესტერ იუნაიტედმა განაცხადა რომ ალვარო ფერნანდეშმა ბენფიკასთან კონტრაქტი გააფორმა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს პორტუგალიურ კლუბში.
20 წლის მცველმა სეზონის პირველი ნახევარი გრანადაში გაატარა და ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ამ თვის დასაწყისში იჯარის პერიოდიდან უკან გამოიწვიეს და ახლა შეუერთდება პორტუგალიის ჩემპიონებს, რადგან პორტუგალიელები ცდილობენ რეკორდული 39-ე ლიგის ტიტულის მოპოვებას და ფიქრიბენ რომ ალვარო მათ დაეხმარება.
ამ დროისთვის ბენფიკა 1 ქულით ჩამორჩება ცხრილის ლიდერ სპორტინგს.
ფერნანდეში მანჩესტერის აკადემიას 2020 წელს მადრიდის რეალიდან შეუერთდა. 2021-22 წლების სეზონში იგი დასახელდა წლის ახალგაზრდული გუნდის მოთამაშედ და მიიღო დენზელ ჰარუნის თასი.
ოფიციალური ტრეილი წარადგინა ბენფიკამ              PausePlay% buffered00:0000:00UnmuteMuteSettingsQualityundefinedSpeedNormalLoopundefinedQualityGo back to previous menuSpeedGo back to previous menu0.5×0.75×Normal1.25×1.5×1.75×2×4×LoopGo back to previous menuPiP modeDisable full screen modeEnable full screen modePlay

Leave a comment