სანაკრებო შესვენების შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედს” ორშაბათს 15 ფეხბურთელი დაუბრუნდება, აცხადებს Manchester Evening News-ი.
ერიკ ტენ ჰაგი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა გუნდთან, რომელიც შედგებოდა პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელისგან და 23 წლამდე ახალგაზრდებისგან.
გუნდს შემდეგი ფეხბურთელები დაუბრუბდებიან:კრიშტიანუ რონალდუ, ჰარი მაგუაიერი, ბრუნო ფერნანდეში, რაფაელ ვარანი, დიეგო დალო, ალექს ტელეში, ერიკ ბაილი, სკოტ მაქტომინეი, ჯეიმს გარნერი, ჰანიბალ მეჯბრი, ფრედი, ფაკუნდო პელისტრი, ენტონი ელანგა, დაილან ლევიტი, დერმოტ მეი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “წითელი ეშმაკები” ტაილანდში 8 ივლისს გაფრიდებიან. გუნდი პირველ წინასასეზონო მატჩს 12 ივლისს “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართავს.