ხოან ლაპორტა : “დე იონგის გაყიდვა არ გვსურს, ის კლუბში დარჩება”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ ფრენკი დე იონგის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:
“არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც მისი დამატება სურს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მის გაყიდვას. მას სურს დარჩენა და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ის კლუბში დარჩეს. მაგრამ ეს ასევე ხელფასის საკითხია, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.” – განაცხადა ხოან ლაპორტამ.
ამის საპირისპიროდ მედიაში იწერება ინფორმაცია, რომ “წითლებმა” “ბლაუგრანასთან” შეთანხმებას მიაღწიეს ნიდერლანდელის თაობაზე.
უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ფაქტია, რომ წინ ძალიან საინტერესო და ცხელი სატრანსფერო დღეები გველის.

Leave a comment