ჰარი მაგუაირმა ისაუბრა რუბენ ამორიმზე, გუნდის ახალ სათამაშო სისტემაზე

✳️ ჰარი მაგუაირმა ისაუბრა რუბენ ამორიმზე, გუნდის ახალ სათამაშო სისტემაზე და რამდენიმე თანაგუნდელზე. მისი კომენტარები შეეხო შემდეგ საკითხებს:

✳️ რუბენ ამორიმსა და ახალ სისტემაზე:

„ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ამორიმი. ის ძალიან მომთხოვნია და ტაქტიკურად დახვეწილი. ზუსტად იცის რა უნდა გუნდისგან და ფეხბურთელებისგან.

ახლა ჩვენ ახალი სათამაშო სისტემა გვაქვს, რაც წინა წლებისგან განსხვავდება. დრო დაგვჭირდა ადაპტაციისთვის. ორი სხვადასხვა მწვრთნელი – ამორიმი და ტენ ჰაგი – სრულიად განსხვავებული სტილებით. მაგრამ მე ძალიან მომწონს ამ სისტემით თამაში.

ამ სისტემაში გამოცდილება მაქვს ნაკრებიდან, თუმცა იქ მარცხენა მხარეს ვთამაშობდი და არა ცენტრში. ასევე რამდენიმე მატჩში ულე გუნარ სულშერის დროს, როცა ცენტრში მიწევდა თამაში.

სისტემაზე ზედმეტად კონცენტრირება საჭირო არაა. ფეხბურთი იგივე რჩება – საჭიროა მოედანზე გასვლა, მეტოქეზე უკეთესი უნდა იყო, დუელების მოგება და შედეგი მოვა.“

✳️ მატიას დე ლიხტზე:

„ის შესანიშნავად თამაშობს, რაც აქ მოვიდა. მას დიდი კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს და იცის რას ნიშნავს ამ კლუბში ყოფნა. გუნდისთვის მან დიდი გამოცდილება და ლიდერობა მოიტანა.“

✳️ ნუსაირ მაზრაუიზე:

„ნუსი მშვენიერია. მას შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში. ძალიან ჭკვიანი და მაღალი დონის ფეხბურთელია!“

✳️ იოროზე:

„ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც აქვს ყველა საჭირო თვისება, რომ ელიტურ ცენტრალურ მცველად იქცეს. მას აქვს ყველაფერი, რაც თანამედროვე მცველისთვის საჭიროა. ამ ეტაპზე მას მენტორი სჭირდება, რადგან კლუბისთვის რთული დროა, მაგრამ ის ბევრს ისწავლის. ეჭვი არ მეპარება, რომ ის დიდ კარიერას გააკეთებს ამ კლუბში.“

Leave a comment