მანჩესტერ იუნაიტედი – ბრაიტონის მატჩი უკვე ახლოსაა, ჩვენ შეგვიძლია მოწმენი გავხდეთ ამრაბატის დებიუტს და ჰოილუნდის პირველი მატჩის სასტარტოდან.
ვნახოთ, რას შეიძლება ველოდოთ ორივესგან.
ø
თავდამსხმელზე საუბრისას ძალიან გამარტივებული იქნებოდა მისი შეფასება მხოლოდ მისი შედეგებით, ასე რომ მოდით უფრო შორიდან გადავხედოთ მას.ის იუნაიტედს ნამდვილ ფიზიკურ ძალას მისცემს როგორც ბურთზით ისე მის გარეშე. ის იბრძვის ყველა ბურთისთვის და ჩაერთვება ყველა პიზიკურ ორთაბრძოლაში.ის იქნება ჩვენი შეტევის ნათელი საყრდენი, საბოლოოდ დავინახავთ აშკარა განსხვავებას ბუნებრივ თავდამსხმელსა და ვინგერის პოზიციაზე მყოფ მოთამაშეს შორის.რასმუსი ძალიან პირდაპირია, ის ეძებს ბურთს სიღრმეში ასევე თავისი დრიბლინგის უნარების გამოყენებით შეუძლია კონტრ შეტევებზე სწრაფად გადასვლა, მაგრამ ის ასევე ეძებს კავშირებს ნახევარმცველებთან. ის პიზიკურად ძალიან ძლიერია თავისუფლად ახერხებს მცველებისგან განთავისუფლდეს, ფიზიკური ძალის საშუალებით ამას იოლად ახერხებს ასევე ძალიან სწრაფია.
ჩვენ ვნახეთ ამრაბატის ორი მხარე ერთი საერთაშორისო მატჩებში და მეორე საკლუბო მატჩებში. მოდით შევხედოთ ორივეს.მაროკოს ნაკრებში ვნახეთ როგორია ის ბურთის გარეშე – ბურთის ართმევაში წარმოუდგენლად დახელოვნებულია. მას შეუძლია თამაშის წაკითხვა, ბურთების ჩაჭრა და ბურთის დაბრუნება. ჩვენ ყველამ ვნახეთ მბაპეს ის ცნობილი დარტყმა და ამრაბატის საოცარი ქმედება.საკლუბო ფეხბურთში კი ფიორენტინა უფრო მეტად ეყრდნობოდა ბურთის ფლობით თამაშს. ის არის ხარისხიანი მოთამაშე რომელიც კარნახობს თამაშის ტემპს სიღრმიდან ის აკავშირებს დაცვასა და შეტევას და ძალიან კარგად თამაშობს შეტევის პირველ და მეორე ფაზაში.
ორივეზე ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით მათი ძლიერი მხარეები.