15 ფეხბურთელი – ერიკ ტენ ჰაგის პირველი სავარჯიშო სესია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი ორშაბათს თავის პირველ სავარჯიშო სესიას ჩაატარებს კარინკტონზე.
ფეხბურთელები ამ შაბათს გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და უკვე ორშაბათიდან დაიწყებენ სრულფასოვან ვარჯიშს.
პირველ ვარჯიშზე დიდი ალბათობით ამ ფეხბურთელებს ვიხილავთ: დავიდ დეხეა, დინ ჰენდერსონი, ტომ ჰიტონი, აარონ ვან-ბისაკა, ვიქტორ ლინდელოფი, ერიკ ბაილი, ფილ ჯონსი, აქსელ ტუანზებე, ბრენდონ უილიამსი, ლუკ შო, დო ვან დე ბეეკი, ამად დიალო, ჯეიდონ სანჩო, ენტონი მარსეალი და მარკუს რეშფორდი.
დანარჩენი მოთამაშეები ინგლისურ გრანდს კი შესვენების შემდეგ დაბრუნდებიან. რაც შეეხება დინ ჰედერსონს, ინგლისელი რამდენიმე სავარჯიშო სესიას გაივლის, სანამ “ნოტინჰემ ფორესტს” შეუერთდება.

Leave a comment