კაი რუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის გამორჩეული ფეხბურთელია და ის გუნდის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.
კაიმ გასულ სეზონში U12-ში 84 გოლში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 56 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა მიიწერა.
მან ასევე გაუტანა “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდულ გუნდს, რასაც შემდეგ უკვე 4 გოლი მოჰყვა “ლივერპულის” კარში.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რუნისთან ერთად აკადემიაში კრიშტიანუ რონალდუს შვილიც ირიცხება.