BBC: “ვესთ ჰემი” ჯესი ლინგარდის უფასოდ დამატებას განიხილავს

ამ ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედს” რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ერთ-ერთი ასეთი კი ინგლისელი ნახევარმცველი ჯესი ლინგარდია, რომლის საკუთარ რიგებში ხილვა არაერთ ევროპულ გუნდს სურს. 
თუმცა, მისით ყველაზე მეტად “ვესთ ჰემ იუნაიტედი” არის დაინტერესებული, რომელიც ზაფხულში 29 წლის ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას შეეცდება, როგორც ამას სანდო წყაროს BBC-ის ჟურნალისტი საიმონ სტოული ციტირებს. 
ინგლისელმა გასულ სეზონში სულ 21 მატჩი ჩაატარა “წითლების” მაისურით და 2 გოლის გატანა მოახერხა. ჯესიმ 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით ლონდონურ კლუბში გაატარა, სადაც 16 მატჩში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხივალთ მომავალ სეზონში ფეხბურთელს.

Leave a comment