ერიკ ტენ ჰეგმა ბრაიტონთან მომავალი მატჩისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ლინდელოფის ტრავმის შესახებ
ის ვერ შეძლებს ამ შაბათ-კვირას თამაშს, რადგან ფეხის პრობლემა აქვს, მაგრამ იმედია ის სწრაფად დაბრუნდება.
გუნდის სტატუსის შესახებ
- მატჩში ტაირელ მალასია და რასმუს ჰოილუნი ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ისევე როგორც ლუკ შოუ.
ტრანსფერების შესახებ
-მოითმინეთ, დაჯექით, მოიცადეთ, გააგრძელეთ თქვენი საქმე. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით შევკრიბოთ ყველაზე ძლიერი შემადგენლობა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს, ასე რომ სანამ არის შესაძლებლობა ვეცდებით გამოვიყენოთ ყველა შანსი.
კმაყოფილი ხარ ამ დრომდე განხორციელებული ტრანსფერებით?
- დიახ, ძალიან კმაყოფილი ვარ! მათი ხარისხი აჩვენებს რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ ვიცით რომ გარკვეული წინსვლა კიდევ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ამბიციებს და გზას, რომლის გავლაც გვინდა. ჩვენ ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ – კლუბში მოვიდნენ შესანიშნავი მაღალი ხარისხის ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს გუნდს გააძლიერებენ.
უგარტეს ტრანსფერის შესახებ
- როცა სიახლე გვექნება, მაშინვე გეტყვით ყველაფერს.
ჯეიდონ სანჩოს პერსპექტივაზე
ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ იმედი მაქვს გვეყოლება გუნდი რომელშიც ორი მოთამაშე იქნება თითოეულ პოზიციაზე. როდესაც 1 სექტემბრის შემდეგ სეზონში სრულად შევალთ, ეს ნიშნავს რომ რეზერვებში აუცილებლად დარჩება რამდენიმე მაგრამ სეზონის განმავლობაში ყველა მოთამაშე დაგვჭირდება. რა თქმა უნდა ფეხბურთელების განწყობა უნდა შევინარჩუნოთ რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ ზოგს დროდადრო ეწყინება რადგან ვერ მოხვდებიან ძირითადში, მაგრამ ზოგადად ასეთი შეჯიბრებით გუნდი მხოლოდ სარგებელს იღებს. ჩვენ გვჭირდება ყველა მოთამაშე ჰქონდეს მაღალი მოტივაცია – ეს არ არის მოლოდინი, არამედ მოთხოვნაა.
ზირქზეს შესახებ
- ძალიან კარგია რომ თავდამსხმელმა პირველ თამაშში გაიტანა პირველი გოლი, ეს მას თავდაჯერებულობას შემატებს. ეს განსხვავდება შარშან რასმუსისგან როდესაც მან გოლი გაიტანა ბრაიტონთან, VAR-მა ნახევარი საათი გაატარა სურათების ყურებაში და დაასკვნა რომ ბურთი ხაზზე გავიდა შედეგად ჰოილუნდს მოუწია სამი თვის ლოდინი პრემიერ ლიგის პირველი გოლის გასატანად. ასე რომ ეს გოლი თავდაჯერებულობას შესძენს როგორც ჯოშუას, ასევე მთელ გუნდს.
პელისტრის წასვლის შესახებ
“ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და გასულ სეზონში კარგი პროგრესი განიცადა, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი კონკურენცია გვაქვს მის პოზიციაზე. ჩვენ პირველ რიგში ვუყურებთ რა იქნება საუკეთესო გუნდისთვის, მაგრამ თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი პერსპექტივები. ფლანგზე ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავდა და მას ბევრი წუთის გარანტიას ვერ მივცემდით. მას აქვს კარგი პოტენციალი და სჭირდება ბევრი თამაშები, რომ განაგრძოს განვითარება. ის ამ შესაძლებლობას პანათინაიკოსში მიიღებს.
უზრუნველყოფს გაყიდვები ახალ შესყიდვებს?
- მე არ მითქვამს რომ მეტი შემომავალი ტრანსფერები მჭირდებოდა და არ მითქვამს რომ ვიღაცის წასვლას ველოდებოდი. მოთმინება ბიჭებო, ცოტა მოითმინეთ.